詳 細

  • 鈴木大拙 禅仏教入門 (ジョージア語訳)

    An Introduction to Zen Buddhism = ძენ-ბუდიზმის შესავალი / მთარგმნელი: დათო აკრიანი (in Georgian) (აღმოსავლური სიბრძნე)

    Suzuki Daisetz
    Tbilisi, Siesta 200 c. hard

    2023 年   ISBN  9789941983177   R275425

    დაისეც ტეიტარო სუძუკი (1870-1966) – იაპონელი ბუდისტი ბერი, ფილოსოფოსი, რელიგიათმცოდნე, მწერალი და პედაგოგი დაისეც ტეიტარო სუძუკი ძენ-ბუდიზმის საკითხებისადმი მიძღვნილი არაერთი მონუმენტური ნაშრომის ავტორია. დიდწილად სწორედ 50-იან და 60-იან წლებში გამოქვეყნებულმა მისმა ნაწერებმა განაპირობა, რომ დასავლურ სამყაროში მკვეთრად გაიზარდა ინტერესი შორეული აღმოსავლეთის რელიგიებისადმი. სუძუკიმ მრავალი წელი გაატარა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, სადაც კითხულობდა ლექციებს ლონდონის, კოლუმბიის, ჰარვარდისა და სხვა უნივერსიტეტებში, იყო ტოკიოსა და ოტანის (კიოტო) უნივერსიტეტების პროფესორი. მისმა ნაშრომებმა დიდი წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურათა დაახლოებაში. 1963 წელს სუძუკი წარდგენილი იყო ნობელის სამშვიდობო პრემიაზე.
    „ძენში ყველაფერია პირადი გამოცდილება. ვერავითარი იდეები ვერ მისწვდება იმათ, ვისაც გამოცდილება არ უმაგრებს ზურგს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვილს არავითარი იდეა არ აქვს, რადგანაც მისი მენტალობა არ არის ისე განვითარებული, რომ იდეებად დასცადოს რამე. თუ მას საერთოდ მოეპოვება იდეები, ესეც უკიდურესად ბნელად, გადღაბნილად და არა – რეალობასთან შესატყვისად. ამიტომაც, რაიმეს მკაფიოდ და ყოვლად ქმედითად გაგებისთვის, ის უნდა გამოიცადოს პირადად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ‘რაღაც’ თვითსიცოცხლეს უკავშირდება, პირადი გამოცდილება აბსოლუტური აუცილებლობაა. ამ გამოცდილების გარეშე, უშეცდომოდ და, ამიტომაც, ქმედითად ვერ მოიხელთება ვერაფერი, რაც მას უკავშირდება“.

    価格(税込み)    \8,140
    数量
    在庫を超える数量の場合は、ご相談とさせていただきます。