詳 細

  • 太宰治 人間失格 (ジョージア語訳)

    No Honger Human = აღარ ვივარგებ ადამიანად / მთარგმნელ(ებ)ი: თამთა ბოკერია (in Georgian) (დიოგენეს ბიბლიოთეკა)

    Dazai Osamu / ოსამუ დაძაი
    Tbilisi, Diogene 148 c. pap.

    2024 年   ISBN  9789941118715   R275403

    ოსამუ დაძაი (1909-1948) XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ იაპონელ მწერლად და იაპონელი ახალგაზრდების უსაყვარლეს ავტორად ითვლება. მისი შემოქმედების ძირითადი თემა საზოგადოებისაგან პიროვნების იზოლირების პრობლემას და მისგან გამომდინარე ტრაგიკულ შედეგებს შეეხება. ამასთან, მწერლის თხრობის სადა და გულწრფელი მანერა მკითხველზე განსაკუთრებულ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს.
    ,,აღარ ვივარგებ ადამიანად'' ოსამუ დაძაის ყველაზე პოპულარული ნაწარმოება იაპონიაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. იგი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. აქ მოთხრობილი ამბავი ძალიან ჰგავს მწერლის მიერ განვლილი ცხოვრების გზას.


    მოთხრობის მთავარი გმირი იოძო ობა გარეგნულად ერთი ჩვეულებრივი მხიარული ახალგაზრდა კაცია, რომლის ,,შიგნით'' დამფრთხალი ბიჭუნა იმალება. მრავალი თავგანწირული მცდელობის მიუხედავად, ის ვერაფრით პოულობს თავშესაფარს ადამიანებს შორის და უსასრულო მარტოობის განცდით იტანჯება. მწერალი ზედმეტი სენტიმენტალობის გარეშე მოგვთხრობს, თუ რა სასტიკად ექცევა გარემომცველი სამყარო იოძოს, რომელიც საბოლოოდ კარგავს ცხოვრებისეულ ორიენტირებს.

    価格(税込み)    \5,610
    数量
    在庫を超える数量の場合は、ご相談とさせていただきます。